“მატროსოვთან” უგულავას ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ელოდებიან

ე.წ მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ახლობლები, ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ. ციხესთან მისულები არიან ყოფილი მერის შვილებიც. შეკრებილები გიგი უგულავას გათავისუფლებას ელოდებიან.
სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა, რის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. ადვოკატები და ახლობლები უგულავას გათავისუფლებას დღესვე ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები