ბრაზილიაში მომხდარი ციხის ბუნტის შედეგად 33 პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში, ბოა–ვისტას მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ციხეში მომხდარი ბუნტის დროს 33 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
რორაიმას შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ციხეში სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი.
ცნობისთვის, 1 იანვარს, ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსის ციხეში, ასევე ბუნტი მოხდა, მაშინ 50 ადამიანი დაიღუპა. ბრაზილიის ციხეები ხშირ შემთხვევაში გადატვირთულია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები