ირანში მომხდარ მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. სააგენტო “ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის სამხრეთ ნაწილში ფარსის პროვინციაში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 5,1 შეადგინა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები ავღანეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ირანში მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები