სტამბოლში ახალი წლის ღამით მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ნურანა გასანოვა აზერბაიჯანში დაკრძალეს

აზერბაიჯანში დღეს 28 წლის ნურანა გასანოვა დაკრძალეს, რომელიც სტამბოლის ღამის კლუბში 1 იანვარს მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა.
ნურანა გასანოვა რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ, ბოლო დროს ისტორიულ სამშობლოში, აზერბაიჯანში ცხოვრობდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტი, რომელმაც სტამბოლში 39 ადამიანი მოკლა, დაკავებული არ არის. არაბულ მედიაში ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ „დედაქალაქ“ რაქაში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები