ხმაური გორის საკრებულოში: „შენ გარდა აქ არავინაა? რამდენს ლაპარაკობ?“

გორის საკრებულოში ხმაურის მიზეზი მაჟორიტარის ბიუროს მხრიდან შეტანილ საკითხებს მოჰყვა, რომელიც სამუშაო ოთახის და ავტომანქანის გადაცემას შეეხებოდა.
დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარესა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ თამარ თედლიაშვილს შორის ხმაურში გადაიზარდა. „ვინ ხარ შენ, ამდენს რომ ლაპარაკობ, შენ გარდა არავინაა ამ საკრებულოში?“-ასე მიმართა ზურაბ როსებაშვილმა თამარ თედლიაშვილს. თედლიაშვილი თვლის, რომ მერია არ არის ვალდებული, დეპუტატს მანქანა ათხოვოს.
„მერია არ არის ვალდებული, რომ პარლამენტის დეპუტატს ხელი შეუწყოს ან შეუშალოს მუშაობაში, მან თვითონ უნდა შეუწყოს თავის თავს ხელი, რომ ამომრჩევლის ყურადღების მიქცევა შეძლოს. ვიდრე თხოვნა შემოვიდოდა საკრებულოში, ეს ავტომანაქნა უკვე გადაცემული იყო,“-ამბობს „კვირასთან “ თამარ თედლიაშვილი.
ფრაქცია ‘ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ საკითხი კამათად არ ღირდა. „ ორი აზრი იყო, მიგვეცა თუ არა ავტომანქანა, თუ ეს საჭირო იყო ისევ მოსახლეობისთვის. აქ მგონი საგანგაშო არაფერია,“-აცხადებს „ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვანო ჩხიკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები