პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შექმნა. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები იქნებიან გაწევრიანებული.
„ეს ბალანსი დასაცავი გვაქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მიღების ვადად პირველი მარტი აქვს დაწესებული. შესაბამისად, ცვლილებების მიღება უნდა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები