რუსეთი სირიაში სამხედრო დაჯგუფებას ამცირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში სამხედრო დაჯგუფებას ამცირებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის თაობაზე გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
სირიის სანაპიროს, პირველ რიგში , ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი“ და დაჯგუფებაში შემავალი სხვა ხომალდები დატოვებენ.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, დაჯგუფების შემცირება, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ცნობისთვის, ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” სირიის სანაპიროსთან ნოემბერში მივიდა და ამ ხომალდზე, საბრძოლო თვითმფრინავების დაშვებისას, რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები