ბანგლადეშში 2 ივლისს მომხდარი თავდასხმის მონაწილე მოკლეს

ბანგლადეშის პოლიციამ, დაკაში, 2 ივლისს კაფეზე მომხდარი თავდასხმის მონაწილე მოკლა. ნურულ ილსამ მარზანი და კიდევ ერთი მამაკაცი ბანგლადეშის დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს. ამის შესახებ “ფრანს პრესი“ იუწყება.
მარზანი ბანგლადეშელი ისლამისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის კაფეზე მომხდარ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
დაკის დიპლომატიურ უბანში, კაფეზე თავდასხმა 2016 წელის 2 ივლისს მოხდა. ისლამისტებმა კაფეს სტუმრები მძევლად აიყვანეს და 20 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის იტალიის 9 და იაპონიის 7 მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები