საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, 9 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს ეწვევა.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ეწვევა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.
შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ისრაელის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები