კრასნოიარსკში უხარისხო ალკოჰოლის დალევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში უხარისხო ალკოჰოლის დალევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გარდაცვლილთა შორის სამი ქალია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ თუ სად იყო შეძენილი ეს სასმელი. ალკოჰოლური სასმელი პოლიციამ ექსპერტიზას გადასცა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, შხაპის გელის დალევის შედეგად, რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 76 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი სერიოზულად მოიწამლა. შხაპის გელი მომწამვლელ ნივთიერებას, მეთილის სპირტს შეიცავდა.