ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები გათავისუფლდნენ

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულები დღეს გაათავისუფლა.
~არ გაათავისუფლეს მხოლოდ ერთი ბრალდებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო. სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები