“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

“საზოგადოებრივ მაუწყებელს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. სამეთვალყურეო საბჭომ ფარული კენჭისყრით მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საბოლოო კენჭისყრით 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინა ბერძენიშვილმა მიიღო. სამეურვეო საბჭო დღეს მაუწყებლის დირექტორის არჩევას მეორედ შეეცადა. არჩევანი ორ კანდიდატს – ვასილ მაღლაფერიძეს და თინა ბერძენიშვილს შორის გააკეთეს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ პირველი კენჭისყრის შედეგად გენერალური დირექტორი ვერ აირჩია. საჭირო 5 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, რის გამოც, კანონის თანახმად, მეორე ტურის მეორე ფაზა გაიმართა, სადაც არჩევანი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატებს შორის გააკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები