ფეისბუქში გავრცელებულ, შშმ პირის წამების ვიდეოს ობამა მიუღებელს უწოდებს

აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩიკაგოში მომხდარ ფაქტს, სადაც რამდენიმე ადამიანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გაიტაცა და მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, გამოეხმაურა. ობამას განცხადებით, ეს ფაქტი „აშიშვლებს პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს“.
ცნობისთვის, ჩიკაგოს პოლიციამ ორ მამაკაცს და ორ ქალს ადამიანის გატაცებისთვის და მისი წამებისთვის ბრალი წაუყენა. წამების ვიდეოები ფეისბუქში ვრცელდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩიკაგოს ერთ–ერთ ბინაში გამტაცებლები 18 წლის თეთრკანიან ახალგაზრდას 2 დღის განმავლობაში აწამებდნენ. მას უნიტაზიდან წყლის დალევას აიძულებდნენ და სასტიკად სცემდნენ. ამასთან ერთად გამტაცებლები, რომლებიც შავკანიანები არიან, პერიოდულად შეურაცხყოფდნენ და რასისტულ მოწოდებებს  ყვიროდნენ აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.
15935745_10207676367658844_167045949_n 15879347_10207676367698845_716415239_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები