ერდოღანის კრიტიკისთვის თურქეთში კანადის მოქალაქე დააკავეს

სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაკრიტიკებისთვის, თურქეთში კანადის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა The Canadian Press იუწყება.
50 წლის ისი ხიპერი, რომელსაც ორმაგი – კანადის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ქალაქ ყარსში დააკავეს. დაკავება, სავარაუდოდ, ხიპერის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს ეხება. მან დაწერა, რომ ერდოღანი ციხეში სვამს ჟურნალისტებს, რომლებიც თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ფაქტის შეხახებ ინფორმირებულები არიან და ყველა აუცილებელ ზომას მიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები