ირაკლი კობახიძემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენს სომეხ დებს და ძმებს ვულოცავ შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, გულითადად ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს აღმშენებლობისთვის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ქართველი თანამოძმეების გვერდიგვერდ იღვწიან. მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“,- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.
სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები