თურქმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 32 „ბოევიკი“ გაანადგურეს

ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს, თურქმა სამხედროებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ 32 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცნობეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქულმა ავიაციამ ქალაქ ალ–ბაბის და ბზაგას მახლობლად „ისლამური სახელმწიფოს“ 21 ობიექტი, მათ შორის სამხედრო დანიშნულების შენობები გაანადგურა.
თურქეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას „ევფრატეს ფარს“ ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები