საზმაუს დირექტორობის კანდიდატი: ბორდისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდები

“ბორდისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდები“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც უნდა გახდეს არხის დირექტორი, უგულშემატკივრებს, თუმცა მის საქმიანობას სერიოზულად დააკვირდება.
მისივე შეფასებით, ბორდი გასაუბრების პროცესში, ყველა კანდიდატთან, კრიტიკულ კითხვებს სვამდა, ამიტომაც სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
„ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას, რადგან თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოდ და იმედიანად წარიმართა. მეურვეები სვამდნენ საკმაოდ კრიტიკულ კითხვებს კანდიდატებთან. ამიტომ მგონია, რომ ისინი  მეურვეობის საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, დღეს, თავის გადაწყვეტილებით.
ვინც უნდა გახდეს დირექტორი, მე მას ვპირდები აუცილებლად გულშემატკივრობას, მაგრამ ძალიან სერიოზულ დაკვირვებას და თვალის დევნებას თუ როგორ განახორციელებს იმ იდეებს, რომელზეც გასაუბრების პროცესში საუბრობდა. თუ მე ვიქნები დირექტორი, ასევე უნდა დამაკვირდეს საზოგადოება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო ფარული კენჭისყრით არხის გენერალურ დირექტორს 12:00 საათისთვის აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები