ჩავუშოღლუ – ინჯირლიყის სამხედრო ბაზის დახურვა არ იგეგმება, მაგრამ ვინც ტერორისტებს არ ებრძვის, იქ არაფერი ესაქმება

ინჯირლიყის სამხედრო ბაზა, რომელსაც კოალიცია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს, არ დაიხურება. ამის შესახებ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, იმ ქვეყნების ძალებს, რომლებიც ბაზაზე იმყოფებიან, მაგრამ ტერორისტებს არ ებრძვიან, იქ არაფერი ესაქმებათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა ხშირად კოალიციის დახმარებას არ იღებს. „როდესაც ელ ბაბში ტერორისტების დასახმარებლად რაქადან დახმარება გამოაგზავნეს, ჩვენ ტერორისტების კოორდინატები საერთაშორისო კოალიციას გადავეცით, მაგრამ ჯიჰადისტებზე ავიადარტყმები არ განხორციელდა.“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ. „რატომ არ ანადგურებთ ტერორისტებს? ბუნებრივია, თურქეთის საზოგადოებაში ჩნდება კითხვა – თუ თურქეთს არ ეხმარებით, მაშინ საერთოდ ინჯირლიყის ბაზას რატომ იყენებთ?” – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანკარა ინჯირლიყის სამხედრო ბაზის დახურვას გეგმავს, ამ დღეებში თურქულ პრესაში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები