“ვინც სოლიდარობის ფონდს ლანძღავთ და ამ ტრაგედიას დამპალი პოლიტიკური პიარისთვის იყენებთ, ნაძირალები ხართ”

საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი“-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ინტერნეტით ძალიან მძიმე კადრები ვრცელდება. შვილმკვდარი დედა ადანაშაულებს სოლიდარობის ფონდს. მოკლედ, მძიმე მდგომარეობის გამო მესმის იმ ქალბატონის შეურაცხადობის ახლა, მაგრამ ვინც სოლიდარობის ფონდს უბრალოდ ლანძღავთ და ამ ტრაგედიას დამპალი პოლიტიკური პიარისთვის იყენებთ, ნაძირალები ხართ. ამ ფონდმა ბევრი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ძალიან, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. უბრალოდ რაღაცეები არის ისეთი (დავაზუსტებ ვგულისხმობ ადამიანურ ტრაგედიას), რაც არ უნდა გახდეს საჯარო ბინძური ჭორაობის მიზეზი. პ.ს. ამ ფონდის ირგვლივ აგორებული ტალღა თუ ფონდის დახურვას გამოიწვევს, სხვა ათასობით ბავშვის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. რაც შეეხება სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, ამ მხრივ ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი და სოლიდარობის ფონდი საჭიროების ნახევარსაც კი ვერ ახერხებს, სამწუხაროდ”,-წერს სტეფანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები