“საქართველოს ამერიკელი მეგობრები „ნაციონალური მოძრაობის“ მცდარ განცხადებებს ვეღარ გაიმეორებენ”

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკელი მეგობრები ვეღარ გაიმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდარ განცხადებებს, თითქოს ქართული ოცნება პრორუსული ძალაა. „ახალი წელი საქართველოში დაიწყო სამი გავლენიანი ამერიკელი სენატორის ვიზიტით: ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი არიზონიდან), ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) და ემი კლობუჩარი (დემოკრატი მინესოტიდან). ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო სენატორების მიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცის დადასტურება. საინტერესოა, რომ ამ ტრიოს (განსაკუთრებით კი სენატორ გრემის) მიერ საქართველოსა და მისი ამჟამინდელი მთავრობის მიმართ გამოთქმული ქების სიტყვები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ამერიკელ მეგობრებს არ ექნებათ რაიმე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური სივრცე, რათა მომავალშიც გაიმეორონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცდარი განცხადებები, რომ თითქოს ქართული ოცნება პრორუსული ძალაა“,- აღნიშნავს მიტჩელი. შეგახსენებთ, რომ სენატორ გრემის თქმით, მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევამ, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით „თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება – ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს. დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევა ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა თბილისის ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები