ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს დღეს გაათავისუფლებენ

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებენ. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს – რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ სასამართლო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მათ გაათავისუფლებს.
ამავე მიზეზით არ გათავისუფლდება მხოლოდ ერთი ერთი ბრალდებული, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო. სახელმწიფო ბრალდება კუდ-ის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები