იაპონიამ სამხრეთ კორეიდან ელჩი გაიწვია

იაპონიამ სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან ელჩი და ქალაქ პუსანიდან გენერალური კონსული გაიწვია. ეს გადაწყვეტილება ტოკიომ პუსანში საკონსულოს წინ აქტივისტების მიერ „სექს მონების“ ძეგლის დადგმის საპასუხოდ მიიღო.
კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროს 200 ათასამდე ქალს კორეიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, ფილიპინებიდან და ინდონეზიიდან იაპონიის ჯარის ბორდელებში ძალით ამუშავებდნენ. სამხრეთ კორეაში რამდენიმე ათეული ასეთი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია. 2015 წელს იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მეორე მსოფლიო ომის დროს სექსუალური მონობის პრობლემის მოსაგვარებლად შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იაპონიამ სეულს ოფიციალური ბოდიში მოუხადა ბორდელებში კორეელი ქალების გამოყენებისთვის. ასევე ტოკიომ სპეციალური ფონდი შექმნა დაზარალებული ქალების დასახმარებლად. თუმცა, სამხრეთ კორეაში ბევრი ადამიანი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.

 

_93285695_7ddfbb0e-c000-4f2e-9db7-0690235ca83a

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები