უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლო დღეს გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ განაჩენს გამოაცხადებს.
საქმე ეხება ”თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას.
”თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა. უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისი ინტერესების დამცველებმა გაასაჩივრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები