ჯოზეფ ბაიდენი: აშშ რუსეთის კიბერშეტევების საპასუხოდ საიდუმლო ღონისძიებებს განახორციელებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საპასუხოდ შეერთებული შტატები როგორც ოფიციალურ, ასევე ისეთ ღონისძიებებს განახორციელებს, რომელთა შესახებ საზოგადოება ვერ შეიტყობს. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ტელეკომპანია PBS-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ჰაკერულ შეტევებს იმ დროს ვუპასუხებთ, რომელსაც ჩვენ თვითონ შევარჩევთ. ზოგიერთის შესახებ შეიტყობთ, ზოგიერთის შესახებ – არა“ – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს აქვთ იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა.
ცნობისთვის, აშშ-ის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა არჩევნების წინ „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის სერვერებში შეაღწიეს და იქიდან აღებული საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები