სოფელ კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს ამობრუნდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები