ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ნინო სულხანიშვილის გადადგომას ”პარტიზანი მებაღეები” ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები