ხოშტარია მელიას პასუხობს: ადამიანი, რომელიც თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, თანაგუნდელებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო

ადამიანი, რომელიც თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, თანაგუნდელებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც მელიამ ყრილობის ჩაშლის მომხრეები საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, იმაზე, რომ ეს ყრილობა ამ პროცესით როგორც მიდის, არ იქნება სამართლიანი და ლეგიტიმური, დღეს სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში – თავდასხმის თანაგუნდელებზე. გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან სამართლიანი კითხვები პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა პარტია არა ერთ ბელადზე ჩამოკიდებული, არამედ აზრთა სხვადასხვაობაზე დაფუძნებული, არის ძალიან მტკიცე, ძალიან დიდი,“– განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები