პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა
პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სკოლების რეფორმის სულისკვეთებას და აუცილებლობას იზიარებს.
დოლიძის განმარტებით, ეს სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ბავშვები კანონის წინაშე თანასწორი არიან და ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„განათლების პოლიტიკის წახნაგები როგორ ჩამოყალიბდება, ეს განათლების სამინისტროს და პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ ამ პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ განათლების პოლიტიკა ექვემდებარება კონსიტუტიცურ ფასეულობებს – ეს არის თანასწორობა. ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის, ხარისხიან განათლებაზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.