რევაზ მიშველაძის რომანი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

რევაზ მიშველაძის ახალი რომანი – „ციყვი ბორბალში“ ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.
„კვირამ“ გაარკვია, რომ  მწერალთა კავშირში ეს გადაწყვეტილება თურმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად მიიღეს. მაყვალა გონაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში იყო როგორც მწერალთა კავშირის, ისე სხვა ორგანიზაციების დაინტერესებაც. რომანი ნობელის პრემიაზე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ, გამომცემლობებმა -„რუსკი კლუბმა“ და „მაცნემ“ წარადგინეს.
რევაზ მიშველაძის თქმით, მისგან  ძალიან დიდი სითამამე იქნება, პრეტენზია განაცხადოს ნობელის პრემიაზე, მაგრამ „თუ დაინტერესდება მკითხველი და კიდევ რაღაც წრეები და ნობელის პრემიის კომიტეტი საქართველოსკენ მოწყალე თვალით გამოიხედავს“, მადლობელი იქნება.
ცნობისათვის: საუკუნეზე მეტია, რაც ნობელის პრემია რამდენიმე სფეროში გამორჩეულ, ნოვატორ ადამიანებს აჯილდოებს, თუმცა არც ერთი ქართველი, ჯერჯერობით ნობელის პრემიის ლაურეატი არ გამხდარა.
პირველი ქართველი ნომინანტი, ნობელის პრემიაზე იყო გრიგოლ რობაქიძე, ლიტერატურის დარგში, შემდეგ – მერაბ კოსტავა, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და დავით მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები