ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენმა ოპონენტებმა სოფლის სკოლები გააუბედურეს

მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, ყველაზე მეტად მხარდაჭერილი, ყველაზე მაღალკვალიფიცირებული – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, რომ ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში ყველგან იყოს შესაძლებელი.
„ჩვენ ვამბობთ, რომ მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, ყველაზე მეტად მხარდაჭერილი, ყველაზე მაღალკვალიფიცირებული. სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში, სწორედ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენი რეგიონები არ დაიცალოს. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის 4-პუნქტიანი გეგმა არის, რომ ყველგან საქართველოში 3 ბავშვი ივლის სკოლაში 30 თუ 1300, უნდა იყოს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა“, –განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები