ნინო ზაუტაშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი არ უნდა იყოს შეკეტილი კაბინეტში

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი არ უნდა იყოს შეკეტილი კაბინეტში – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.1 „ თუ მე გავხდები გენერალური დირექტორი, მექნება ჩემი დიდი პლატფორმა, სადაც ნინო ზაუტაშვილს პირადად მიმართავენ, თუ საჭიროა, გალანძღავენ კიდეც და შენიშვნას მისცემენ. არაფერი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი არ უნდა იყოს შეკეტილი კაბინეტში“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. ამასთან, ზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელი „პირველი არხი“ უნდა დაუბრუნდეს. როგორც ზაუტაშვილმა აღნიშნა, სახელწოდება – „პირველი არხის“ დაკარგვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის იყო, როგორც ბრენდის დაკარგვა, რაც მისი შეფასებით, ძალიან ცუდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები