ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ჯემალ დუმბაძე წინასწარი პატიმრობიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ედება ბრალად. იგი 2016 წლის 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიარა.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე გუშინ ოფიციალურად ლევან გორგილაძე დაინიშნა, იგი ბოლო პერიოდში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები