მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლემ დღევანდელი პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი 10 იანვრამდე გადაიდო.
იქიდან გამომდინარე, რომ მაია რჩეულიშვილს ოპერაციისთვის მოსამზადებელი რთული სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, მოსამართლემ მიზანშეწონილად არ ჩათვალა პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება. 10 იანვრამდე სასამართლო სამედიცინო დაწესებულებასთან გაარკვევს რეალურად არის თუ არა მზად, რომ ტექნიკურად უზრუნველყონ სასამართლო პროცესების კლინიკაში ჩატარება, რის შემდეგად გადაწყდება ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესები კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საქმის განხილვა, რომელიც 3 იანვრისთვის იყო ჩანიშნული, 5 იანვრისთვის გადაიდო. რჩეულიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვები საავადმყოფოში გაგრძელდეს. კომპანია „ცენტრ–პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლომ რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა და გირაოს შეფარდებაზე უარი თქვა. პროკურორები ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე დღევანდელი სასამართლო განხილვის საავადმყოფოში გაგრძელებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები