გურჯაანში, 77 წლის ქალბატონი საკუთარ სახლში დაიწვა

გურჯაანში, გაჩენილი ხანძრის შედეგად 77 წლის მოხუცი საკუთარ სახლში დაიწვა. ცეცხლმოკიდებული სახლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მოძველებული ელექტროენერიის გადამცემი ხაზები გახდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები