დონალდ ტრამპი ბათუმში Trump Tower–ს აღარ ააშენებს

დონალდ ტრამპი ბათუმში Trump Tower–ს აღარ ააშენებს. ეს გადაწყვეტილება აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა კონფლიქტთა ინტერესების თავიდან ასაცილებლად მიიღო. Trump Organization-მა ასევე შეაჩერა სასტუმროების კომპლექსების მშენებლობა აზერბაიჯანში, ბრაზილიასა და არგენტინაში. ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესიდან მიდის და თავის ბიზნეს–იმპერიას შვილებს გადასცემს. სხვადასხვა ინფორმაციით, ტრამპის ქონება 4–დან 8 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგენს.

orig-148357302114113844646dcba972-1483573022

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები