პროკურორი უგულავას საქმეზე: იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას

ბრალდებულმა წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხვის ქმედების გარემოებები, – ამის შესახებ პროკურორმა გიგა ძნელაძემ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“დასრულდა გიორგი უგულავას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოში. მხარეებმა ვთქვით რეპლიკები და ბრალდებულმაც წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხვის ქმედების გარემოებები, კერძოდ, თბილსერვისის ჯგუფში ფორმალურად განყოფილების ჩამოყალიბებისა და იქ პარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმების ფაქტები, რომლებიც ეწეოდნენ არა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ, არამედ პარტიულ საქმიანობას, რისთვისაც საბიუჯეტო სახსრებიდან იღებდნენ ანაზღაურებას. უგულავა ითხოვს ამ ფაქტის სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებას. იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ე. წ. თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდთან დაკავშირებით, ხოლო ე. წ. „რიყის ეპიზოდზე“ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. გ. უგულავას დღევანდელი პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა”, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები