ნანა კაკაბაძე: უგულავამ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება აღიარა

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თანამდებობის ბოროტად გამოყენება აღიარა.
კაკაბაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავა დაეთანხმა პროკურატურის ბრალდება და აღიარა, რომ მერიაში დასაქმებულ გარკვეულ ადამიანებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.
„ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ გიგი უგულავა თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ანუ ის დაეთანხმა პროკურატურის ბრალდებას, რომ ის ბიუჯეტსი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. თუ გიგი უგულავა დაასახელებს ამას ვის გამო აკეთებდა, საიდან მოდიოდა ეს მითითება ეს სხვა თემაა. საერთოდ, ადამიანების დასაქმება კი არ არის დანაშაული, დანაშაულია, როდესაც ამ ადამიანებს ასაქმებ პოლიტიკური იზნებიდან გამომდინარე, ისე,რ ომ ის შესაძლოა პოლიტიკური ოპოპნენტებისთვის გამოიყენო. მას კონკრეტულ რაოდენობაზე ედავებიან, რომლებიც აქტივისტებად ჰყავდა გამოყენებული და არა ყველა დასაქმებულზე“,- განაცხადა კაკაბაძემ.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ “თბილსერვისში” 700-მდე მხარდამჭერის დაასაქმება აღიარა.
“მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად არ გამოვიდა. დასაქმებას ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა. ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ”,- განაცხადა უგულავამ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვის თქმის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა ე.წ “თბილსერვისის” საქმის განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები