ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთისთვის ზურაბ მაისურაძის გადაცემაზე უარი განაცხადა

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ მაისურაძის გადაცემაზე უარი განაცხადა. ასევე მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდება. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმს“ ლიტვის გენერალურ პროკურატურაში აცნობეს. ახლა საქმის მასალები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ვილნიუსის სასამართლოს გადაეცა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში 2 დეკემბერს დააკავეს. შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული ტერორიზმის ბრალდებით. შესაბამისი განაცხადით „ინტერპოლს“ რუსეთმა მიმართა.
ლიტვის პროკურატურის ინფორმაციით, მაისურაძის გადაცემა რუსეთმა „პოლიტიკური მოტივებით“ მოითხოვა, შესაბამისად ლიტვის კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ეს თხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ლიტვის კანონმდებლობით იმ პირის ექსტრადირება, რომლის დევნა პოლიტიკური მოტივებით მიმდინარეობს, შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები