თბილისში მამაკაცმა მეუღლე, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 45 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თოკით არის გაგუდული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ისინი ქალის სანახავად სახლში შევიდნენ და ცხედარი დახვდათ.

მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა. მის დაკავებას შსს-ში ადასტურებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები