აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების თანამდებობების დატოვებას შსს-ში არ ადასტურებენ

აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების თანამდებობების დატოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცვლილებები ამ ეტაპზე არ განხორციელებულა.
„ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, ამ ეტაპზე ცვლილებები არ განხორციელებულა“,-განაცხადეს შსს-ში.
“აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები