თემურ თათარაშვილის საშობაო კონცერტი სადღესასწაულო სასახლეში

6 იანვარს,  სადღესასწაულო სასახლეში, ცნობილი ქართველი მომღერლის, თემურ თათარაშვილის მასპინძლობით საშობაო ჯადოსნური საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გაჟღერდება პოპულარული ჰიტები, ყველასათვის საყვარელი დუეტები მაია ჯაბუასთან, ეკა კვალიაშვილთან და ნუკრი კაპანაძესთან.
დიდ ეკრანზე უჩვენებენ თემურ თათარაშვილის ყველა ცნობილ ვიდეორგოლს.
საღამოს სტუმრები ისიამოვნებენ მრავალფეროვანი და დახვეწილი სადღესასწაულო მენიუთი, ტკბილეულით და დააგემოვნებენ სასახლის ექსკლუზიური წარმოების შავ ღვინოს. რეზიდენციის სტუმრები ისარგებლებენ პრემიუმ კლასის სერვისით და პრივატ-პარკინგით სასახლის ტერიტორიაზე.
საღამოს დაასრულებს დიჯეის სეტი და საზეიმო ფეიერვერკი.
საშობაო დღესასწაულის წითელი ხალიჩა და ფოტოსესია მომღერალთან ერთად დაიწყება 19:00 საათზე.
მისამართი: ბოჭორმის 21.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები