თურქეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გააგრძელა

თურქეთის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების შესახებ. ის ძალაში შევა 19 იანვარს. საგანგებო მდგომარეობა აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
თავდაპირველად, ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ დაწესდა.  მისი გაგრძელების ძირითადი მიზეზი სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა გახდა, როდესაც 39 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის პარლამენტი  უკვე მეორედ იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები