დათუნიკა სხირტლაძის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე მისი ვაჟი დაიბადა

ცნობილი მოცეკვავის და მომღერლის, დათუნიკა სხირტლაძის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე მისი შვილი დაიბადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს ინფორმაციას.  „ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა. დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა“, – წერს გიორგი უშიკიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
რაჭული სიმღერისა და ცეკვის უბადლო შემსრულებელი, ქორეოგრაფი დათუნიკა სხირტლაძე  მშობლიურ ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.
ცნობილი ქორეოგრაფი ჯგუფ “შინსა” და ანსამბლ “რუსთავში” ცეკვავდა. მისი შექმნილია ცნობილი რაჭული ცეკვა “ტაში ბიჭო, გიორგუნა”. დავით სხირტლაძე ამბროლაურის რაიონში 1958 წელს დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. 1978 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე ცეკვა “ქართულის” შესრულებით გაიმარჯვა.
დავით სხირტლაძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ამბროლაურის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ხალხური შემოქმედების განვითარების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები