ჟურნალ ,,მუზეუმის” მეოთხე ნომერი გამოვიდა

გამოვიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალ ,,მუზეუმის” მეოთხე ნომერი.
ნომერში გაეცნობით: ინტერვიუს ცნობილ პალეოანთროპო­ლოგთან, დონ ჯოჰანსონთან; „ისტორიის“ რუბრიკაში ლეგენდარული არქეოლოგის, ბორის კუფტინის შესახებ აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე მოგითხრობთ. ამავე ნომერში წარმოგიდგენთ სტატიებს დავით ლორთქიფანიძის საავტორო რუბრიკიდან, რომელიც National Geographic-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და სამუზეუმო ექსპონატებით მკითხველს საინტერესო ამბებს მოუთხრობს.
ჟურნალში განხილულია ავან­გარდის გამოფენაც. ეს გამოფენა დასტურია იმისა, რომ თბილისი ნამდვილად იყო ხელოვნების დედაქალაქი და მაგალითია მომავალი თაობებისთვის – დიდი ხელოვნება მხო­ლოდ დიდ ქვეყნებში არ იქმნება.
დაბოლოს, ამავე ნომერში გაეცნობით ინტერვიუს მუზეუმის მეგობარ­თან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორთან, შტეფან ვაკვიცთან. სწო­რედ მისი დამსახურებაა, რომ გოეთეს ინ­სტიტუტის საქმიანობა საქართველოში არ შემოიფარგლება მხოლოდ გერმანული ენისა და კულტურის გავრცელებით. ეს და­წესებულება რეალურადაა ორიენტირებუ­ლი მეცნიერული ცოდნის გადაცემასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები