იტალიაში მიგრანტების ცენტრში მომხდარი არეულობა პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, ვენეციის მახლობლად მიგრანტების ცენტრში მომხდარი არეულობა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ცენტრის 25 თანამშრომელი, რომლებიც მიგრანტების მიერ იყვნენ ბლოკირებულები, პოლიციამ გაათავისუფლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
არეულობა მიგრანტების ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ ერთ–ერთი მიგრანტი ქალი გარდაიცვალა. ლტოლვილებმა მის გარდაცვალებაში ცენტრის თანამშრომლები დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მათ ქალს დროული დახმარება არ აღმოუჩინეს. ამის შემდეგ მიგრანტებმა ავეჯს ცეცხლი მოუკიდეს.
ამ ცენტრში აქციები ადრეც მომხდარა. მაშინაც ლტოლვილები ცხოვრების ცუდ პირობებს აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები