ვასილ მაღლაფერიძე მის დასახელებას ხელისუფლების შესაძლო ფავორიტად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ–ერთი კანდიდატი ვასილ მაღლაფერიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ხელისუფლების ფავორიტია, “საზოგადოების შეცდომაში შეყვანას” უწოდებს. როგორც მაღლაფერიძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაციის ტირაჟირება მიზანმიმართულად ხორციელდება.
„არიან შეცდომაში შეყვანილნი და ასევე არიან ისინი, რომლებიც განზრახ საუბრობენ. ამას „რუსთავი 2“ ხელს უწყობს, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ვუპასუხებ, რომ ჟურნალისტი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს,“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები