თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 10 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 10 ათას 265 ადამიანი დააკავეს, რომელთა წინააღმდეგ სათანადო მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა haqqin.az იუწყება.
გათავისუფლებულები სამსახურშიც დაბრუნდებიან. მათ შორის არის ერთი გუბერნატორი, გუბერნატორის ოთხი თანაშემწე, 1 066 სამხედრო მოსამსახურე, 583 პოლიციელი, ასევე 158 მოსამართლე და პროკურორი, სასამართლოს უმაღლესი საბჭოს რვა წევრი, უზენაესი სასამართლოს რვა მოსამართლე, სახელმწიფო საბჭოს ერთი წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი.
ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო ამბოხება 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. დაიღუპა 240 და დაიჭრა 2 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების ორგანიზებაში აშშ–ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები