თბილისში, 3 დღის განმავლობაში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია 476-მა ადამიანმა მიიღო

2017 წელს, სამ დღეში დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ჩივილით 476 ზარი დაფიქსირდა. მათ შორის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია 414 ადამიანმა მიიღო, ხოლო კვებითი ინტოქსიკაცია 62 -მა მოქალაქემ.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად 414 პაციენტიდან, სხვადასხვა კლინიკაში 116 მოათავსეს. ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით მოწამლული 62-დან, 23 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემები, მხოლოდ თბილისში, 31-3 იანვარს მოიცავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციით დაზარალებულ მოქალაქეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები