თურქეთში სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ 12 პირი დააკავა, რომლებიც ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. თავდამსხმელის ძებნა გრძელდება.
თურქეთის ვიცე–პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ პოლიციას თავდამსხმელის თითის ანაბეჭდები და მისი აღწერილობა აქვს.  ჩინოვნიკმა პირობა დადო, რომ ტერორისტის ვინაობა უახლოეს მომავალში იქნება დადგენილი.
„ჩვენ ვიმედოვნებთ არა მარტო ტერორისტის მოძებნას, არამედ უნდა დავადგინოთ მისი კავშირი იმ პირებთან, ვინც კლუბის შიგნიდან და გარედან ეხმარებოდნენ“ განაცხადა ქურთულმუშმა.
ასევე პოლიციამ თავდამსხმელის ფოტოები გამოაქვეყნა. თურქეთის შს სამინისტროში არ უთქვამთ, კონკრეტულად სად არის გადაღებული ეს კადრები.
ცნობისთვის, სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ტერორისტმა იქ შეკრებილ პირებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 39 და დაიჭრა 70 ადამიანი.

_93210616_imagetwo

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები