ანტალიის აეროპორტში მამაკაცი დააკავეს, რომელიც “ალაჰ აკბარს” ყვიროდა

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის თვითმფრინავში ბარგის ატანას შემოწმების გარეშე ცდილობდა. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მისი დაკავება სცადეს, ახალგაზრდამ „ალაჰ აკბარის“ ყვირილი დაიწყო და ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მომხდარის გამო აეროპორტში განგაში გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები